დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 ქვეყანას შორის, სადაც საქართველო ჩაის ყიდულობს რუსეთი მეორეა

5 ქვეყანას შორის, სადაც საქართველო ჩაის ყიდულობს რუსეთი მეორეა

02-07-2023 10:00:26

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ 4,069.68 ათასი დოლარის ღირებულების  1,035.36 ტონა ჩაი იყიდა. 2022 წლის 5 თვეში კი ჩაის იმპორტმა 931.76 ტონა შეადგინა. შესაბამისად ზრდა 11%-ია.

საქართველოში ჩაის იმპორტმა რეკორდს 2020 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში ჩაის იმპორტი ბოლო 14 წლის მაქსიმუმზე დაფიქსირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ სულ 2,936.33 ტონა ჩაი იყიდა საერთაშორისო ბაზრებიდან.

2022 წელს კი 2021 წელთან შედარებით ქვეყანა  ჩაის იმპორტი 11%-ით გაიზარდა. 

2023 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით საქართველოში იმპორტირებული ჩაის 45%-ი თურქეთზე მოდის.

სად ყიდულობს საქართველო ჩაის:

  • თურქეთი - 461.96 ტონა;
  • რუსეთი - 167.39 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 156.03 ტონა;
  • შრი-ლანკა - 148.48 ტონა;
  •  ირანი - 36.64 ტონა;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები