დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
23 მარტს, თბილისში გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება

23 მარტს, თბილისში გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება

27-02-2025 09:39:00

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს. 

23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. 

საქართველო - სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები. 

TKT.GE-ზე გაიყიდება ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები. ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14,000 მაყურებელს იტევს. 

სომხეთი - საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე 24 საათით ადრე მიიღებს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები