დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
22 მარტს „დედამიწის საათი” საქართველოში მეჩვიდმეტედ აღინიშნება

22 მარტს „დედამიწის საათი” საქართველოში მეჩვიდმეტედ აღინიშნება

22-03-2025 18:32:00

22 მარტსდედამიწის საათისაქართველოში მეჩვიდმეტედ აღინიშნებაგარემოს  დაცვისა და სოფლისმეურნეობის  სამინისტროს ინიციატივით, დღეს საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, ერთი საათისგანმავლობაში შუქი ჩაქრება - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ფასადზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსადა სხვა სამინისტროების შენობებში, საქართველოს პარლამენტის შენობაში. ასევე, გამოირთვება რიყისპარკის ტერიტორიაზე არსებული გარე განათება, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმიდა გიორგის მონუმენტი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეშენობები, ძველი თბილისის შენობები, თბილისის სატელევიზიო ანძა, თბილისის მერია. თბილისისსატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება.

 

დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობითადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე დაუსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილებისშესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ

 

დედამიწის საათი მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობა, პირველად 2007 წელს, ავსტრალიაშიბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური დაერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა დედამიწის საათმა ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მასკერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები შეუერთდნენ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები