დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2030 წლისთვის გაცხადებულია, რომ საქართველო გახდება ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა და ნეტო-ექსპორტიორი - დავით ნარმანია

2030 წლისთვის გაცხადებულია, რომ საქართველო გახდება ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა და ნეტო-ექსპორტიორი - დავით ნარმანია

29-10-2024 13:00:00

2030 წლისთვის გაცხადებულია, რომ საქართველო გახდება ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა და ნეტო ექსპორტიორი, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საუბარია ზამთრის ცივ პერიოდზე, ქვეყანა ელექტროენერგიის ნაცვლად ბუნებრივ აირს ყიდულობდა და თბოელექტროსადგურებში გამომუშავებულ ენერგიას აწვდიდა საკუთარ მომხმარებლებს. 

„თვითკმარი ნიშნავს იმას, რომ მთელი წლის განმავლობაში საკუთარ მოხმარებას საკუთარივე გენერაციიდან აკმაყოფილებს, ანუ შიდა რესურსებით იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნა და მეტიც, ნამეტი ენერგია რაც იქნება პერიოდულად, სეზონურად ეს ნამეტი ელექტროენერგია გავა საზღვარგარეთ. 

შიდა მოხმარებისთვის, გარდა აფხაზეთის  მოხმარებისა, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი არ განუხორციელებია. გვაქვს ჩვენ ჭარბ პერიოდები, ეს არის ძირითადად საგაზაფხულო პერიოდი, მაისი, ივნისი, ივლისი, როცა ჰიდროლოგია არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე სხვა პერიოდში. შესაბამისად ამ დროს საქართველოს გააქვს ელექტროენერგია მეზობელ თურქეთში და შესაბამისად ხდება ამ ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი, საიდანაც ქვეყანა იღებს შემოსავალს. 

რაც შეეხება იმპორტს, ძირითადად ეს არს აფხაზეთისთვის შემოტანილი ელექტროენერგია. აფხაზეთი საქართველოა და როდესაც აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება ისინი ახორციელებენ რუსეთიდან იმპორტს და ეს აღირიცხება, როგორც საქართველოში შემოტანილი იმპორტი. 

რა პოლიტიკა ჰქონდა ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში? ვინაიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე უფრო იაფი ჯდებოდა ბუნებრივი აირის იმპორტი, შესაბამისად ბუნებრივი აირის იმპორტი ხდებოდა დეფიციტურ თვეებში და გარდაბნის თბოელექტროსადგურებში ხდებოდა ამ დეფიციტური ელექტროენერგიის გამომუშავება და ასეთ წესით გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო იაფი იყო, ვიდრე პირდაპირ იმპორტირებული. ხოლო მაისი, ივნისი, ივლისი არის ექსპორტი და ეს არის უმეტესწილად თურქეთი, სადაც წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის გატანა ხდება. უმნიშვნელო რაოდენობით ელექტროენერგია გადის ასევე სომხეთში და აზერბაიჯანში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები