დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2030 წელს საქართველო წევრობისთვის იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

2030 წელს საქართველო წევრობისთვის იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე

20-02-2024 18:26:00

2030 წელს საქართველო წევრობისთვის იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა - ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ჩვენ საუბარი გვქონდა და განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება, ასევე განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელიც შეიძლება ერთობლივად განხორციელდეს. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, ამბიციური გეგმები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2030 წელს, ეს წელი იყო ნახსენები პრეზიდენტ მიშელის მიერ, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად წევრობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა. ეს არის ჩვენი ამბიცია. ჩვენ ვართ ერთგულნი ამ დღის წესრიგის, იმ ნაბიჯებისადმი, რომელიც გადასადგმელია ევროინტერგაციისთვის. იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის მაინც, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები