დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლისთვის  Agrolane საწარმოო სიმძლავრეების ზრდას და ინდოეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

2025 წლისთვის Agrolane საწარმოო სიმძლავრეების ზრდას და ინდოეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

08-11-2024 13:00:00

კომპანია Agrolane / აგროლეინი 2025 წლისთვის საწარმოო სიმძლავრეების ზრდას და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, 2025 წელს საწარმოოს სიმძლავრეების 1/3-ით ზრდა მოხდება, ასევე კომპანიას დიდი იმედი აქვს, რომ 2025 წელს ინდოეთის ბაზარზე აქტიურად შევა. 

„იმედი მაქვს, რომ 2025 წელს ინდოეთის ბაზარი დაგვემატება, წელს უკვე საცდელი პარტია გავგზავნეთ. თუმცა იმედი გაქვს, რომ მომავალი წლიდან ინდოეთის ბაზარზე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

Agrolane-ს თანადამფუძნებლის თქმით, მოცვზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ კომპანია მოცვის ბაღებს ყოველწლიურად 2-დან 5 ჰა-მდე ზრდის. გარდა ბაღების მოცულობის ზრდისა ახდენს ჯიშთ განახლებასაც. 

კომპანია დღეისათვის ლურჯი მოცვის ბაღებს ბაღდადისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ფლობს. 

„თავიდან დავიწყეთ 5 ჰა-დან და დღეს ჩვენი ბაღები 28 ჰა-ს აერთიანებს. ყოველ წელს ვამატებთ 2-დან 5 ჰა-მდე მოცვის ბაღებს, იმიტომ, რომ მოცვის ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და ახალი ჯიშები ჩნდება. ახალი ჯიშები გამოირჩევა უფრო დიდი ვარგისიანობის ვადით, უფრო დიდი ზომის ნაყოფით და თუ ფერმერს უნდა მიყვეს არსებულ ტენდენციებს, იძულებულია ან ჩაანაცვლოს ძველი ჯიშები ახლით, ან დაამატოს ახლები“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი აქტიურად ვითარდება და მოთხოვნიდან გამომდინარე შემოსავლებიც იზრდება, Agrolane-ს დამფუძნებლები მიღებული კაპიტალის რეინვესტირებას ახდენენ. 

„კომპანიის დამფუძნებლებს დივიდენდი არ მიგვიღია და მთლიანად ინვესტირებას ვაკეთებთ იმ თანხების, რაც გენერირება. დამატებით ვსარგებლობთ ასევე სხვადასხვა აგროსესხებით და სხვადასხვა პროგრამებში ვიღებთ მონაწილეობას“, - განმარტავს გიორგი ღვინიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვების 70%-ი ექსპორტზე მოდის და  Agrolane-ს ლურჯი მოცვი აქტიურად იყიდება გალფის და ევროკავშირის ქვეყნებში. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები