დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყება, დარღვევებზე გათვალისწინებულია ჯარიმები

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყება, დარღვევებზე გათვალისწინებულია ჯარიმები

27-06-2024 17:40:00

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ტექინსპეტირების ცენტრები მონიტორინგის ქვეშ მოექცევა  და გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული. 

კანონპრექტის თანმდევია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი“, აღნიშნული პროექტით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის შესაბამისად, ჯარიმის შემდეგი ოდენობებით:

ა) პირველი ხარისხის დარღვევა - გაფრთხილებას;

ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

გ) მეორე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;

დ) მესამე ხარისხის დარღვევისთვის - დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხები ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის ჯამური ოდენობა კი დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 3 იანვარი.

„იმის გათვალისწინებით, რომ საგზაო ინსპექტირება გზისპირა ზონებში გულისხმობს დადგენილი წესის შესაბამისად, გზისპირა ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ, ამ კანონის ამოქმედებამდე სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების განსახორციელებლად შესაბამისი ადამიანური რესურსის დამატება - გადამზადება. ამასთან, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ პირთათვის სპეციალური ფორმის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ასევე, კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულება, მათ შორის დამატებითი ტექნიკური რეგულაციებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, კერძოდ, გზისპირა ზონებში საგზაო ინსპექტირების წესის მიღება და სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების და ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათის გამოყენების, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის და ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების, ტაქოგრაფის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დარღვევის სახეების განსაზღვრა. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები