2025 წელს საქართველოში 4 საერთაშორისო აქსელერატორის შემოსვლა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ განცხადება „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოსინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეს აქსელერატორები სხვადასხვა მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე მოხვედრაში დაეხმარებიან.
„სტარტაპების მიმართულებით, მალე ძალიან ბევრი სიახლე გვექნება, საგრანტო პროგრამა ინტეგრირდება საერთაშორისო აქსელერაციის პროექტთან ერთად. 4 საერთაშორისო აქსელერატორი საქართველოში შემდეგი წლიდან შემოვა. ესენი იქნებიან, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარებიან სტარტაპებს აშშ-ს ბაზარზე, ევროკავშირის ბაზარზე, აზიის ბაზარზე მოსახვედრად, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი აუთვისებელი ტერიტორიაა - ძალიან მნიშვნელოვანი და მზარდი ეკონომიკაა. შესაბამისად, ეს აქსელერატორები შემოვლენ საქართველოში და ამ აქსელერატორში მოხვედრასთან ერთად მათთვის იქნება გამოყოფილი გრანტები სახელმწიფოს მხრიდან. ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ სწორი პოლიტიკით განვითარდება სტარტაპი. ეს არ იქნება ფულის მიცემა და აბა თქვენ განვითარდით. სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას აკეთებს, რომ სწორი მოდელი შესთავაზოს, თუ როგორ უნდა მოხვდნენ ისინი საერთაშორისო ბაზარზე და მათ შორის ქართული ეკონომიკის ტრანსფორმაციაში როგორ მიიღონ ამ სტარტაპებმა მონაწილეობა“, - აღნიშნა ავტანდილ კასრაძემ.
უახლესი
59 წუთის წინ
„კულა“ 2025 წლიდან ბიო წვენების წარმოებას გეგმავს