დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს გარდა ტრადიციული ბაზრებისა,  დაგეგმილი გვაქვს აქტივობები ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე - მარიამ ქვრივიშვილი

2025 წელს გარდა ტრადიციული ბაზრებისა, დაგეგმილი გვაქვს აქტივობები ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე - მარიამ ქვრივიშვილი

17-01-2025 15:30:00

დარწმუნებულები ვართ, რომ მიმდინარე წელი კიდევ უფრო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმარი იყო. 

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, არსებული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად კერძო სექტორთან ერთად 2025 წელს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 

„ძალიან მზარდია გერმანია, ძალიან მზარდია საფრანგეთი. პირდაპირი ბმა არსებობს პირდაპირ ფრენებსა და მათ შორის სიხშირეების მატებასთან მიმართებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ მიმდინარე წელი ამ რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით იქნება კიდევ უფრო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მარკეტინგულ კამპანიებს, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი კერძო სექტორთან ერთად იმისთვის, რომ მათ დავეხმაროთ ახალი კონტაქტების დამყარებაში. მიმდინარე წელს გარდა ჩვენი ტრადიციული ბაზრებისა, მათ შორის როგორიც არის ყურის ქვეყნები, მიმდინარე კამპანიები ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ასევე გაქვს დაგეგმილი აქტივობები ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე, რომელიც გამოირჩევა მზარდობით. ძალიან საინტერესო ბაზარია. ჩვენ ასევე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება Air China-სთან, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენები საქართველოს მიმართულებით. საქართველოში უკვე 2 ჩინური ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ ფრენებს. უკვე იცით, რომ უვიზო მიმოსვლა აქვს ჩინეთის მოქალაქეებს ჩვენ ქვეყანასთან,  ისევე როგორც ჩვენს მოქალაქეებს ჩინეთში - სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, რამაც პირდაპირი სტიმული მოახდინა Air China-ს ჩვენს ბაზარზე შემოსასვლელად“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები