ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. 2024 წლის გამარჯვებულები არიან:
საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის სპეციალური პრიზით სსიპ კოლეჯი „მერმისი“ დააჯილდოვა.
ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დააჯილდოვა პროფესიული უნარების სააგენტომ კატეგორიაში „დამსაქმებლებთან და ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა“.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
უახლესი
4 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი19 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა