დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს - Galt & Taggart

2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს - Galt & Taggart

09-12-2024 16:47:00

ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 1.0%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt & Taggart-ისვე ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.5%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.0%-ით გაიზარდა (+39.0 მლნ აშშ დოლარი). ნოემბერში რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე სებ-ის მიერ 124.5 მლნ დოლარის შესყიდვას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარის მიხედვით (ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება 25 დეკემბერს). აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები