2024 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.
2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 17.5 პროცენტი კი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.8 პროცენტი, საშუალოზე - 25.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.1 პროცენტი.
2024 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები) შეადგინა. 2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 811.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.3 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 21.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.9 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 764.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 536.6 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტი). 2024 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 367.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 170.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი.
უახლესი
9 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია