დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 1,6%-ით გაიზარდა - საქსტატი

2024 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 1,6%-ით გაიზარდა - საქსტატი

13-08-2024 11:07:00

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები