2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 700 100 000 ლარით განისაზღვრა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით გადანაწილდა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ ასევე 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულებაზე ისაუბრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 397 953 800 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ 389 149 000 ლარი შეადგინა, შემოსულობები 97,8%-ით შესრულდა.
შემოსავლების გეგმა 343 652 100 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ 371 399 600 ლარი შეადგინა, შემოსავლები 108,1 %-ით შესრულდა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა