დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ტურიზმის შემოსავლები  $4.3 მილიარდს მიაღწევს - Galt & Taggart-ის პროგნოზი

2024 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.3 მილიარდს მიაღწევს - Galt & Taggart-ის პროგნოზი

12-08-2024 11:33:00

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოვლები  $4.3 მილიარდს მიაღწევს.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 9.1%-იანი ზრდაა.

2024 წელს ტურიზმის შემოსავლები ჩვენი პროგნოზით 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს)“, - ნათქვამია კვირის მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები