დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საქართველოს რკინიგზა 2 077 000 მგზავრს  მოემსახურა

2024 წელს საქართველოს რკინიგზა 2 077 000 მგზავრს მოემსახურა

04-03-2025 11:30:00

2024 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 077.0 ათასი მგზავრი, რაც 9.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 478.1 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აღნიშნულის შეახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

2024 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 048.7 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.6 პროცენტს შეადგენს და 8.6 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 28.3 ათასი მგზავრი, რაც 30.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 71.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 28.9 პროცენტი (2024 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები