2023 წლის დეკემბერში ნავთობის ფასი თვიურად 7.0%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 10.3%-იანი კლება დაფიქსირდა. ამისა შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც ყოველთვიური მიმოხილვაში წერია, წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებს ნედლეულის ფასზე თავდაპირველად მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა - იემენელი ჰუსიტების თავდასხმების გამო, ბევრმა გადამზიდავმა სუეცის არხის გამოყენებაზე უარი თქვა, რის გამოც ხომალდებს აფრიკის კონტინენტის შემოვლა უწევთ.
„მიუხედავად წითელ ზღვასა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა, ნავთობის ფასები მცირედ კლებას განაგრძობს, რისი მიზეზიცაა ამერიკული ნავთობის მოსალოდნელზე ბევრად მაღალი ექსპორტი. წამყვანმა საინვესტიციო ბანკებმა ნავთობის ფასების მოლოდინი შეამცირეს, რაც OPEC+-ის გარდა სხვა მწარმოებლების გააქტიურებას მოჰყვა (განსაკუთრებით აშშ). ხუთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის საშუალო პროგნოზი ბარელზე 81 აშშ დოლარს შეადგენს 2024 წლისთვის“, აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
უახლესი
11 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის