დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

03-12-2024 13:52:00

2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, - ამის შესახებ  Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდა 11.0%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ.

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.0%-ით გაიზარდა. ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტის და ვაჭრობის დარგებმა.

„10 თვის მოსალოდნელზე მაღალი ფაქტიური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები