დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 977.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა -  Galt & Taggart

2024 წელს ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 977.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - Galt & Taggart

04-03-2025 09:13:00

2024 წელს ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ, შემცირდა. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, 2024 წელს გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 42.7%-ით შემცირდა. გაყიდვების კლების მთავარი მიზეზი ადგილობრივებისგან და რუსეთის მოქალაქეებისგან შემცირებული მოთხოვნაა. Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ სამომავლოდ, უცხოური მოთხოვნის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქირის შემოსავლიანობა მიმზიდველ დონეზე შენარჩუნდეს.

ასევე, 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში მეორად ბაზარზე წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა. პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე.

„2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 2- 3%-დან 1%-მდე შენელდა 2024 წელს“, - აღნინულია Galt & Taggart-ის კვლევაში.

2024 წელს ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 977.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება, მიუხედავად რეგისტრირებული ტრანზაქციების შემცირებისა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში მცირე ზომის ბინების (26-50 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<1000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები