გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ს ყოველწლიურ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი საქართველოში 2023 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბაზისბანკის ზრდას, ლიდერობას და კორპორატიულ საბანკო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების მიწოდებას ადასტურებს.
Global Finance-ის დაჯილდოებაზე წარმატება ნათელი დადასტურებაა, რომ ბაზისბანკი გამორჩეული და ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში. ბაზისბანკი 2023 წელსაც დინამიურად განვითარდა და იურიდიული პირების დაკრედიტებით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში პოზიციონირებს.
„ბაზისბანკი რეგიონის ფინანსურ ინდუსტრიაში კორპორატიული საბანკო გადაწყვეტების შეთავაზებაში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია. მისი ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტურობა პრიორიტეტულია. ბაზისბანკმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, რითიც გაიმყარა საბანკო სფეროში ლიდერის პოზიცია. ეს ზრდა უზრუნველყოფს ბანკის მიერ ბიზნესის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვით. ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები კორპორატიულ საბანკო საქმეში ნამდვილად გამოარჩევს მას.”- Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი ვანდა რიჩი.
„ბაზისბანკისთვის საამაყოა მსგავსი საერთაშორისო აღიარება. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების დადასტურებას. ჩვენ საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორია გვაქვს, რომლის თითოეულ ეტაპზე მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენს ერთ-ერთ უპირატესობას ლოიალური პარტნიორები წარმოადგენენ, მათი დიდი ნაწილი, ამ დროის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით განვითარდა და დღეს ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილესი მოთამაშეები არიან. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში, რომლის ფინანსური მაჩვენებლების დინამიური ზრდა, მისი ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.“ - გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი.
საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად, რასაც გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში ყოველწლიურად აქვს ადგილი. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა