დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წლის I ნახევრის მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 107%-ით შესრულდა

2023 წლის I ნახევრის მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 107%-ით შესრულდა

12-09-2023 15:56:37

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების ორი კვარტალი 250 923 900 ლარით, 107%-ით შესრულდა, გეგმა 234 425 400 განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში შემოსავლების გეგმა 206 123 700 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ 237 729 400 ლარი, 115,3 % შეადგინა.

სხვა შემოსავლების გეგმა 5 753 500 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ 9 384 100 ლარი, 163,1% შეადგინა.

ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები