დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება - სებ

2023 წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება - სებ

25-10-2023 12:13:39

საქართთველოს ეროვნული ბანკის პროგნოძით, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება

„საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება.  მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3 პროცენტს გაუტოლდა.

მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გაავრცელა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები