კომპანია „სანტეს“ შემოსავლები 2021 წელს 109.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კომპანიის შემოსავლები 14% შემცირდა და 93.8 მილიონ ლარი შეადგინა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითღირებულების კომპონენტის ზრდა, რასაც კატასტროფული გავლენა ქონდა კომპანის საერთო მომგებიანობაზე.
2021 წელს შემოსავალს გამოკლებულ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ანუ საერთო მოგება 37.7 მილიონი იყო, 2022 წელს კი 88% ით შემცირდა და მხოლოდ 4.5 მილიონი შეადგინა, რაც რადიკალურად შემცირებას ნიშნავს.
აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა იქონია წმინდა მოგების მაჩვენებლებზეც და 4.1 მილიონი წმინდა მოგება შეამცირა 2.7 მილიონამდე, რაც ნიშნავს რომ წმინდა მოგების მარჟა შემცირებულია 3.8% დან 2.9% მდე.
კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლებზე ყველაზე დიდი გავლენა ქონდა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების ზრდას, რომელიც 2021 წელს 69 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 86 მილიონამდე გაიზარდა.
საწარმოო მატერიალების ასეთმა ზრდამ კომპანიას უბიძგა მიწოდების ხარჯების შემცირებისაკენ, კერძოდ 2021 წელს მარკეტინგის ხარჯი შეადგენდა 2.6 მილიონ ლარს, 2022 წელს კი 10 ათას ლარამდეა შემცირებული.
ასევე 2021 წელს თანამშრომლების ანაზღაურება 9.7 მილიონ ლარს შეადგენდა 2022 წელს კი 2.7 მილიონამდე შემცირდა, ასევე შემცირებულია კომერციული და სხვა მომსახურების ხარჯები 13 მილიონიდან 365 ათასამდე.
აღნიშნულმა შემცირებებმა საოპერაციო ხარჯებში შესაძლებლობა მისცა სანტეს, რომ 2022 წელი მოგებით დაესრულებინა.
შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ (შემდგომში ”ორგანიზაცია”) დაფუძნდა 1998 წლის 20 იანვარს, მარეგისტრირებელი ორგანო არის თბილისის ისნის რაიონის სასამართლო, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისის ისანი-სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი, მე-10 კმ. 2020 წლის დასაწყისში
კომპანიას ფლობდა ორი არარეზიდენტი იურიდიული პირი: BE 0 443 205 173 ბი.ეს.ეი. ინთერნეიშენალ, ბელგია - 85% და კორპორაცია „სქაივიჟენ ელ თი დი, მარშალის კუნძულები - 15%. 2020 წლის მაისში ბი.ეს.ეი ინთერნეიშენალმა გამოისყიდა 15%-იანი წილი სქაივიჟენისგან და გახდა 100%-იანი წილის მფლობელი. „სანტე“ საქართველოს ბაზარზე რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია აწარმოებს და საქართველოს მაშტაბით ყიდის მაწონს, რძეს, ხაჭოს, ყველს და სხვა სახის რძის ნაწარმს.
ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი
უახლესი