დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს სანდომის პროდუქციაზე საშუალო ფასნამატმა 107.4% შეადგინა

2022 წელს სანდომის პროდუქციაზე საშუალო ფასნამატმა 107.4% შეადგინა

01-03-2024 11:00:00

კომპანია სანდომის შემოსავლებმა 2021 წელს 21.5 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წელს კი 30% გაიზარდა და 28 მილიონი ლარის შემოსავალი დააგენერირა.

სანდომის ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, საწარმოო მასალის თვითღირებულებას საკმაოდ დიდი წილი უჭირავს კომპანიის ხარჯებში. საწარმოო თვითღირებულების გამოკლებით კომპანია სანდომის საერთო მოგების მარჟა 47.8% 2021 წელს, 51.8% საერთო მოგების მარჟა კი 2022 წელს, რაც ნიშნავს რომ გაყიდულ პროდუქციასა და პროდუქციის თვითღირებულებას შორის საშუალოდ 50% იანი სხვაობაა.

„სანდომის“ პროდუქციაზე ფასნამატი საშუალოდ 2021 წელს 91.5% იყო, 2022 წელს კი 107.4% იყო.

საერთო მოგების მარჟის ზრდამ დადებითი გავლენა მოახდინა წმინდა მოგებაზე. კერძოდ, 2021 წელს „სანდომის“ წმინდა მოგება 1.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც შემოსავლებთან მიმართებით, მხოლოდ 8.4% იყო, 2022 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 5.3 მილიონამდე გაიზარდა, რაც შემოსავლებთან მიმართებით 19.1%-ია.

კომპანია ახერხებს სტაბილურად შეინარჩუნოს საოპერაციო ხარჯები და  გაზარდოს მოგება. საოპერაციო ხარჯებში განსაკუთრებული წილი უჭირავს პერსონალის ანაზღაურებას.

კერძოდ, 2021 წელს პერსონალის ანაზღაურებაში (ხელფასებში) გადასახადების ჩათვლით 4.4 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2022 წელს კი ჯამური ანაზღაურება 5.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„სანდომში“ დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 2021 და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა, შესაბამისად, 342 და 363 ადამიანს, შესაბამისად პერსონალის ჯამური ანაზღაურების ზრდა დაკავშირებულია პერსონალის საშუალო ხელფასების ზრდასთან.

კერძოდ, 2021 წელს „სანდომში“ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გადასახადების ჩათვლით 1 087.62 ლარი იყო, 2022 წელს კი დასაქმებულთა ანაზღაურება საშუალოდ 1 283.43 ლარამდე გაიზარდა.

შპს „ვასაძის პური“ (შემდგომში „კომპანია“)  დაარსდა 2006 წლის 27 ივლისს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პურისა და პურფუნთუშეულის ნაწარმის წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება,ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, ვაჭრობა ფქვილით და სხვა ნედლეულით.

2011 წელს განახორციელეს საპილოტე პროექტი საკონდიტრო წარმოებისთვის და შეიქმნა შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ ახალი ბრენდი საკონდიტრო „სანდომი“. კომპანიას 2018 წლის 31 დეკემბრისა მდგომარეობით გააჩნდა საკონდიტრო ქარხანა სოფელ ფონიჭალაში და ოზურგეთის რაიონ სოფელ მაკვანეთში. კომპანიის დამფუძნებლები არიან: · მერაბი ვასაძე 92%  · ბიძინა ვასაძე 8%.  კომპანიის გენერალური დირექტორია მერაბი ვასაძე.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები