საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონი შეადგინა, რაც 2.7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3 %-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.1 მილიონი), თურქეთის (925.6 ათასი) და სომხეთის (742.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა