საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 152.6 მლნ. ლარი შეადგინა.
აქედან, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 71.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო 28.8 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 70.7 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.2 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 23.8 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.8 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 59.6 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 40.4 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია.
იგივე თემაზე:
2022 წელს საქართველოდან 7,4 მილიონი ამანათი გაიგზავნა - საქსტატი
უახლესი
4 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა