მსოფლიოში საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების მოცულობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 64,4%-ით გაიზარდა, 2022 წლის დეკემბერში კი ზრდამ 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 39,7%-ით შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.
2022 წლის ინდიკატორმა 2021 წელთან შედარებით გაუმჯობესება აჩვენა.
IATA-ს მონაცემებით, 2022 წლისთვის ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში – 144,4% და ევროპაში – 100,2%, აფრიკაში ზრდამ შეადგინა 84,9%, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 34%, ლათინურ ამერიკაში – 62,7%, ჩრდილოეთ ამერიკაში. – 45,5%.
avianews.ge
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა