დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს ევროკავშირმა რეკორდული რაოდენობის მანქანების ექსპორტი განახორციელა

2022 წელს ევროკავშირმა რეკორდული რაოდენობის მანქანების ექსპორტი განახორციელა

13-08-2023 08:02:04

,,2022 წელს ევროკავშირმა 158 მილიარდი ევროს ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განახორციელა, რაც 8 მილიარდი ევროთი მეტია  2015 წელს დაფიქსირებულ 150 მილიარდი ევროს ოდენობის წინა პიკზე. 2022 წელს იმპორტმა 62 მილიარდი ევრო შეადგინა", - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას EUROSTAT ავრცელებს. 
 

ძირითადი სავაჭრო პარტნიორები მანქანებით ვაჭრობისთვის


2022 წელს შეერთებული შტატები იყო ევროკავშირის მანქანების მთავარი საექსპორტო მიმართულება (მთლიანი მანქანების 23%), დიდი ბრიტანეთი (17%), ჩინეთი (15%), სამხრეთ კორეა და შვეიცარია (ორივე 5%), იაპონია და თურქეთი (ორივე 4%). ეს შვიდი პარტნიორი შეადგენდა ევროკავშირის მანქანების ექსპორტის  თითქმის სამ მეოთხედს (73%).

ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო (ორივე 15%) წარმოადგენდნენ ევროკავშირის იმპორტის ძირითადი ნაწილს, აშშ (14%), სამხრეთ კორეა (13%), იაპონია (12%), თურქეთი (10%) და მექსიკა. (8%). ერთად, ტოპ შვიდეულმა შეადგინა მანქანების მთელი ევროკავშირის იმპორტის 88%.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები