დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3-ით გაიზარდა

2022 წელს დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3-ით გაიზარდა

10-10-2023 11:06:50

2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 18.3 პროცენტით (238.5 ლარით) გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 033.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 49.4 პროცენტით);

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 730.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 285.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით).

2022 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარით, ხოლო კაცების - 1 827.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.1 ლარი (18.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები