მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელი, „პლანტველი“, წარმოებას აფართოებს. Business Insider Georgia-თან კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე ამბობს, რომ 2024 წელს მარწყვის გაორმაგებულ მოსავალს მიიღებენ.
„წელს მარწყვის რეალიზაციასთან დაკავშირებით უკეთესი ვითარება გვქონდა. დავალაგეთ ურთიერთობა ქსელურ მარკეტებთან და აქედან გამომდინარე პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ გვქონია. პროდუქცია ექსპორტზე არ გავიტანეთ, რადგან ადგილობრივი გაყიდვები საკმაოდ კარგი იყო. გაზაფხულის სეზონზე 2 ჰექტარზე 25 ტონა მარწყვის მოსავალი ავიღეთ, ახლა ზაფხულია და კიდევ ველოდებით შემოდგომის სეზონს. დეკემბრამდე მოსავალი გვაქვს და არის მოლოდინი, რომ წარმოებას გავაორმაგებთ“,- ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
მეწარმის ინფორმაციით ამ დროისთვის „პლანტველმა“ საკონსერვო წარმოება გააჩერა და მარწყვის ჩიფსის წარმოებას წარმოებას იწყებს.
ნატახტარში, სოფელ მისაქციელში მეურნეობა „პლანტველი“ 2018 წელს შეიქმნა. მეურნეობა ფლობს 6 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს, სადაც 2 ჰექტრამდე დახურული გრუნტზე (ვერონული გვირაბის ტიპის სათბური) მარწყვი მოჰყავთ, დანარჩენ ტერიტორიაზე კი შერეული ბოსტნეული. გასულ წელს ბიომეურნეობამ 35 ტონა მარწყვის მოსავალი მიიღო.
იგივე თემაზე: „პლანტველი“ მარწყვის ჩიფსების წარმოებას იწყებს
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა