2 აგვისტოს საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია, მასპინძელი - Lineate Georgia, ხოლო მხარდამჭერები - გრანთ თორნთონი და ფორსეტი.
„DataFest Tbilisi გიწვევთ მონაცემთა მეცნიერების მორიგ მითაფზე, რომელზეც ვისაუბრებთ საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე.
შეხვედრაზე, საქართველოს ბანკის პროდუქტის მაგალითზე, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში და რა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად არის ის საჭირო;
- რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;
- offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;
- online feedback-ის ეფექტური დამუშავების და ამით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.
შეხვედრის ძირითადი მომხსენებელი იქნება საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე. მას აქვს მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა საბანკო პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის პროექტებზე, მათგან გამორჩეულია: ფინანსური და არაფინანსური პროდუქტების შეთავაზებები, გადინების და კლიენტის მოსალოდნელი მომგებიანობის (CLV) მოდელირება, ასევე „ფროდ დეტექშენი“ „ანომალი დეტექშენის“ და გრაფთა ანალიზის გამოყენებით.
შეხვედრაზე, ასევე, გავეცნობით სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ქეისს ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist), რომელსაც წარადგენს პროექტის გუნდის ლიდერი, Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძე. გიორგის აქვს 15-წლიანი გამოცდილება IT გუნდებისა და პროექტების მართვაში, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და მხარდაჭერაში სხვადასხვა პლატფორმაზე.
შეხვედრა გაიმართება 2 აგვისტოს, ჰიბრიდულ ფორმატში - Zoom-ის საშუალებით და ფიზიკურ სივრცეში, მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის 13ტ, Lineate Georgia-ს ოფისი, სართული 2.
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: shorturl.at/vwAV4
უახლესი