2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 022.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 554.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 4.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 085.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს.
უახლესი