დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
1 GBIT/S-ზე სწრაფი ინტერნეტი საწარმოების 4.6%-ს აქვს

1 GBIT/S-ზე სწრაფი ინტერნეტი საწარმოების 4.6%-ს აქვს

30-05-2024 17:50:00

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 94.4 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 72.6 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 21.4 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13.2 პროცენტით.

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 29.6 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 70.0 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები