Zuzumbo Resort & Spa -ში პატარა დამსვენებლებისთვის სიახლეა. სულ ახლახან სასტუმროს ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი სივრცე გაიხსნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის გენერალური მენეჯერი ალექსი ფარადაშვილი აცხადებს. ,,ინფრასტრუქტურა უფრო და უფრო იხვეწება. ამ ეტაპზე სიახლე გვაქვს ჩვენი პატარა სტუმრებისთვის, რომლებსაც თანამედროვე, მაღალი ხარისხის გასართობი ადგილი მოვუწყვეთ. საბავშვო გასართობი მოედანი დავამატეთ შუაგულ ფიჭვნარში", - ამბობს ფარადაშვილი.
სასტუმროს გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, ,,ზუზუმბო" ამ ეტაპზე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. დამსვენებლების დიდი უმეტესობა კი ადგილობრივი მოსახლეობაა.
„ამ ხნის განმავლობაში სასტუმრო 95%-ით დატვირთულია. ჯავშნები წინასწარ გვქონდა მიღებული. შავი ზღვის ფაქტორს ამ მხრივ გავლენა არ მოუხდენია. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ ვინმემ ზღვას შეაქცია ზურგი და ჩვენ მოგვმართა, ასე არ არის. სეზონზე მაღალი დატვირთვით ვმუშაობთ.
დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა, უცხოელი ტურისტების რაოდენობა 5%-ს არ აღემატება", - ამბობს ალექსი ფარადაშვილი Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, სასტუმრო „ზუზუმბო” 2020 წელს გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო საწყისი მოცულობა 60 მლნ ლარია.
სასტუმრო მოიცავს 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს, რომელსაც აქვს 66 ნომერი, მათ შორის არის 7 ლუქსი, 10-საოჯახო და 45-სტანდარტული.
დღეისათვის, სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა“-ში 80-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა