„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„თქვენ უნდა ნახოთ, ევროპაში რამდენს ინახავდა. იმასაც გაგიმხელთ, რომ წლების განმავლობაში ინგლისურ საფეხბურთო გიგანტს, "არსენალს" ფლობდა და ლონდოში ცხოვრობდა )))))) თქვე ჰაერის ბურთებო თქვენა!“, - წერს ქადაგიძე.
სანქცირებული რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი საქართველოს ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ სასამართლოში დავას იწყებს.
უსმანოვის ადვოკატის მტკიცებით, "ლიბერთი ბანკიდან" ტრანზაქციის განხორციელება ალიშერ უსმანოვმა 2023 წლის 12 აპრილს ვეღარ შეძლო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უსმანოვის ინტერესებს სასამართლო დავაში ქართული იურიდიულმა კომპანია MKD Law დაიცავს.
უახლესი
1 საათის წინ
შავ ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი