რეზორტი ,,ფორთოხლები“ ზამთრის სეზონზე მუშაობას განსხვავებული ფორმატით გააგრძელებს. როგორც ,,ფორთოხლების" თანადამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ულარჯიშვილი Business Insider Georgia -თან განმარტავს, ეს ნიშნავს, რომ რეზორტით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჯავშნის მეშვეობით.
,,საქმიანობას განსხვავებულ ფორმატში გავაგრძელებთ, რაც მხოლოდ ზამთრის სეზონს ეხება. რეზორტით სარგებლობა, შესაძლებელი იქნება წინასწარი ჯავშნის მეშვეობით, რომელიც შესაძლებელია, ჩვენი სოციალური გვერდებისა და booming.com - ის საშუალებით. ზამთრის პერიოდში, ჩვენი რეზორტი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს შორის, რადგან ფორთოხლებიდან, კოპიტნარის აეროპორტამდე სულ 13 წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ. შესაბამისად ხშირად გვყავა სტუმრები, რომლებიც ფრენის წინა ღამეს ჩვენთან ატარებენ ან, თბილისში წასვლამდე ჩვენთან რჩებიან, ფრენის შემსეგ განტვირთვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აგვისტო-სექტემბერი სატესტო რეჟიმში ვიმუშავეთ. შედეგით ცალსახად კმაყოფილი ვართ. მიღებული სტიმრებისგან სასიამოვნო უკუკავშირი და სასარგებლო რჩევები მივიღეთ და ვითვალისწინებთ, უკვე დავიწყეთ კიდეც ინფრასტრუქტურის განვითარება, მომავალ სეზონს ბევრი სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს, ეს ეხება, როგორც დამატებითი განთავსების ადგილებს ასევე, სამეურნეო მიმართულებასაც, ვანვითარებთ სასათბურე და ბოსტნია ინფრასტრუქტურას, იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი, 100%-ით ჯანსაღი და უვნებელი პროდუქტი. დავიწყეთ ასევე მურაბებისა და ჯემების წარმოება. ახალი შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას, რაც კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში დაგვეხმარება.“, - აცხადებს ლაშა ულარჯიშვილი.
აგვისტო-სექტემბერში ,,ფორთოხლები“ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. ფუნქციონირებდა აუზი, ღიარესტორანი და ოთხი კოტეჯი. ტურისტული პროექტისკონცეფცია არის ეკომეგობრული სოფელი, რაცგამოიხატება იმაში, რომ პროექტის განხორციელებისას, მაქსიმალურად მოხდება შენობებისა დაინფრასტრუქტურის ადაპტაცია ბუნებრივ გარემოსა დალანდშაფტთან, ,,ფორთოხლები“ არ იყენებს ბუნებრივაირს და მოიხმარს მხოლოდ ელექტროენერგიას, რომლის უმეტესი ნაწილიც არის განახლებადი.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო კომპლექსი ,,ფორთოხლები“ 2023 წლის 11 აგვისტოს გაიხსნა და ბაზარზე დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტი შპს ,,ფორთოხლის ბაღების" ინვესტიციითა დასახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით განხორციელდა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი