დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wolt+ კვირეული - ზაფხულის დღესასწაული იწყება!

Wolt+ კვირეული - ზაფხულის დღესასწაული იწყება!

10-06-2024 11:51:00

ნანატრი ზაფხული უკვე ჩვენთანაა და Wolt+ გამომწერებისთვის ის საოცარი ამბებით იწყება. 10 ივნისიდან, სამი კვირის განმავლობაში Wolt+ საზაფხულო კვირეული გაგრძელდება. ეს კი ნიშნავს უამრავ ფასდაკლებას, აქციას და ექსკლუზიურ შეთავაზებას, და ეს ყველაფერი მხოლოდ Wolt+ გამომწერებისთვის.

მთელი კვირეულის განმავლობაში Wolt+ გამომწერები, გარდა რეგულარული 0 ლარი მიტანის საფასურისა, დამატებით ისარგებლებენ 30%-მდე ფასდაკლებით და სხვადასხვა აქციებით, მათ საყვარელ ქართულ, აზიურ და იტალიურ რესტორნებში, სწრაფი კვების ობიექტებში, ასევე სუპერმარკეტებსა და ასობით მაღაზიაში. ასე რომ, მისთვის საინტერესო და ფასეული შეთავაზების აღმოჩენას ნებისმიერი გამომწერი შეძლებს.

Wolt+ საზაფხულო კვირეულში ერთვებიან McDonalds და Wolt-ის ექსკლუზიური პარტნიორები - Wolt Market, Gastronome და SKA. ეს რესტორნები და სუპერმარკეტები მთელი კვირეულის განმავლობაში შემოგთავაზებენ 30%-მდე ფასდაკლებას და Wolt+ გამომწერებს სხვადასხვა აქციითა და ექსკლუზიური შეთავაზებით გაანებივრებენ.

თუმცა, Wolt+ის უპირატესობები ამით არ სრულდება: მისი გამომწერები ყოველდღიურად იღებენ განსაკუთრებულ შეთავაზებებს, როგორც რესტორნებისგან, ისე საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან. ცხადია, საზაფხულო კვირეულის დასრულების შემდეგაც, ჩვენი გამომწერები უამრავი ფასეული შეთავაზებით ისარგებლებენ.

Wolt+ საზაფხულო კვირეულებში ჩართვა მარტივია. არსებული გამომწერები ავტომატურად ჩაერთვებიან და მიიღებენ შეტყობინებებს უახლესი შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებ. ახალ მომხმარებლებს კი, შეუძლიათ გაიაქტიურონ გამოწერის უფასო საცდელი ვერსია და მყისიერად დაიწყონ სარგებლობა Wolt+ის ყველა უპირატესობით.

Wolt+ გამოწერის სერვისია, რომელიც საშუალებას გაძლევს გადაიხადო თვეში მხოლოდ 8,99 ლარი და მთელი თვე ისარგებლო 0 ლარი მიტანის საფასურით ქალაქის საუკეთესო რესტორნებიდან და მაღაზიებიდან, რაც მნიშვნელოვანი დანაზოგია. თუმცა, წლიური გამოწერის გააქტიურების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი თანხის დაზოგვაც შესაძლებელია. იხდი წელიწადში მხოლოდ 69,90 ლარს და ამით Wolt+ გამოწერაზე 30%-ზე მეტს ზოგავ.

არ გამოტოვო ეს ფანტასტიკური შესაძლებლობა და თუ ჯერ კიდევ არ ხარ Wolt+ გამომწერი, ჩაერთე ახლავე უფასოდ და მიიღე მაქსიმალური სარგებელი Wolt+ გამოწერისგან. წინ საინტერესო შეთავაზებებით სავსე ზაფხული გველის! ზაფხულის ნამდვილი დღესასწაული!

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები