WinExpo Georgia 2023 ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის წარმატებული იქნება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ განუცხადა.
„უკვე ტრადიციული გამოფენა, რომელიც ქართული WinExpo-ს სახელით დამკვიდრდა წელს უკვე მე-15-ედ იმართება. იყო 1-2 წელი შეფერხება კოვიდპანდემიის გამო, მაგრამ 2023 წელს WinExpo-ზე უკვე განსაკუთრებული სიმძლავრითა და მასშტაბით არიან წარმოდგენილნი ქართველი მეღვინეები“, - აცხადებს ლევან მეხუზლა.
მისივე თქმით WinExpo Georgia 2023 განსაკუთრებით მასშტაბურია.
„ეს გამოფენა გაცილებით მასშტაბურია და არ უკავშირდება მხოლოდ ღვინოს. აქ წარმოდგენილია შესაფუთი მასალები, ასევე ამ გამოფენის ფარგლებში აღდგა ის ტრადიციული საერთაშორისო კონკურსი, სადაც ჟიურის ხელმძღვანელია ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან - ტიმ ატკინი. ის მრავალ ჯილდოს ფლობს, არის ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი ეს კონკურსი უკვე მიმდინარეობს და საკმაოდ საინტერესო ღვინოებია წარმოდგენილი და იმედი მაქვს,რომ ქართველი მეღვინეების ნაწარმი დაიმსახურებს უმაღლეს ჯილდოს და საბოლოო ჯამში ეს გამოფენა ღვინის ინდუსტრიისთვის წარმატებული იქნება“, - ამბობს ლევან მეხუზლა.
წელს, გამოფენაში WINEXPO 2023 შვიდი ქვეყნის (საქართველო, იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი) 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. გამოფენაზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, სასუქები, აქსესუარები, სერვისები და სხვ.
WinExpo 2023 მწარმოებლებთან ერთად, მასპინძლობს ექსპორტიორებს, სომელიეებს, სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ქსელებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.
გამოფენის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიურ ღვინოებს, გააცნობს.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართველი მწარმოებლებისთვის გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს, მოიძიონ პარტნიორები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის WINEXPO მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს, რომ გამოფენა პრესტიჟულია, ხოლო ქართული ღვინისადმი ინტერესი გაზრდილია.
WinExpo Georgia 2023-ის მხარდამჭერები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 2-4 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე სივრცეში 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე გაიმართება.
უახლესი
6 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება