რუსულმა VTB-მ ოკუპირებული აფხაზეთი ახალ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების სერვისში ჩასვა. ბანკმა გაუშვა გადარიცხვის სერვისი ნაღდი ანგარიშსწორებით.
საცალო კლიენტებს შეეძლებათ ფულის გაგზავნა შვიდ ქვეყანაში, გადარიცხვა განხორციელდება მყისიერად მიმღების ქვეყნის ვალუტაში. თანხის აღება შესაძლებელი იქნება სერვისის ერთ-ერთ ფილიალში და ამისათვის საბანკო ანგარიშის გახსნა საჭირო არ არის.
წლის ბოლომდე ბანკი გეგმავს პარტნიორი ქვეყნების რაოდენობის 20-მდე გაზრდას.
„საცალო კლიენტებს საშუალება ექნებათ განახორციელონ გადარიცხვები საზღვარგარეთ ნაღდი ფულის განაღდებით, როგორც VTB Online-ში, Android ოპერაციულ სისტემაზე (ვერსია 18.2 და უფრო ძველი), ასევე ვებ ვერსიით. ამისათვის უბრალოდ მიუთითეთ მიმღების ქვეყანა და სრული სახელი, გაგზავნის შემდეგ გადარიცხვას მიენიჭება სპეციალური ნომერი, რომელიც მიმღებს უნდა უთხრათ. ამ ნომრის მიწოდებით და პასპორტის ჩვენებით, შეგიძლიათ თანხის აღება მიმღების ქვეყნის ნებისმიერ სერვისცენტრში. პირველ ეტაპზე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, მონღოლეთში, სერბეთსა და აფხაზეთში“, - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.
ერთი ტრანზაქციის მაქსიმალური ოდენობა 350 ათას რუბლს შეადგენს, მაგრამ გზავნილების მოცულობა თვეში 500 ათას რუბლს არ უნდა აჭარბებდეს. გადარიცხვის საკომისიო თანხის 1,5%-ია.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა