დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
VR Holding-ი VR Krtsanisi Resort Residence-ის მორიგი, მეხუთე ფაზის წარმატებით მიმდინარეობის შესახებ:

VR Holding-ი VR Krtsanisi Resort Residence-ის მორიგი, მეხუთე ფაზის წარმატებით მიმდინარეობის შესახებ:

06-11-2024 11:00:00

VR Holding-ი VR Krtsanisi Resort Residence-ის მშენებლობის მეხუთე ფაზაში გადავიდა. როგორც Business Insider Georgia-სთან VR Holding-ის წარმომადგენელმა თიკო მაღრაძემ განაცხადა, პროექტის ოთხივე ფაზის მშენებლობა წარმატებით დასრულდა და პარალელურად, ახალი კომერციული სივრცის - ე.წ. უბნის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

„ჩვენი ყოველი ფაზის დასრულებამდე, პროექტი, როგორც წესი სრულად გაყიდულია, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს რათა უფრო მეტი შემართებით გადავიდეთ შემდგომ ეტაპზე.

რაც შეეხება პროგნოზს -  ჩვენ ყველა დათქმულ პირობას ვასრულებთ, ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ და ყოველი მაცხოვრებლის უკუკავშირს ვითვალისწინებთ; შესაბამისად ჩვენი პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია და შედეგიც პროგრესულად მზარდი.

რაც ყველაზე მეტად გვახარებს და რითაც ვამაყობთ, არის ის, რომ საკმაოდ დიდი პროცენტი გაყიდული ბინებისა, არსებული მაცხოვრებლების განმეორებითი შენაძენი, ან მათი მხრიდან რეკომენდაციის შედეგად განხორციელებული ტრანზაქციებია, ეს ჩვენი წარმატების და ხარისხის უდავო ინდიკატორია“, - აცხადებს თიკო მაღრაძე.

აღსანიშნავია, რომ VR Krtsanisi Resort Residence-ს პროექტით VR Holding-ი არის პირველი კომპანია, რომელმაც მსგავსი ტიპის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განახორციელა.

„VR Krtsanisi Resort Residence-ის კონცეფცია უალტერნატივო და უნიკალურია; პრაქტიკულად პირველები ვართ რეგიონის მასშტაბით, ვინც ამგვარი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაგეგმა, და რაც მთავარია - წარმატებით განახორციელა;

VR Krtsanisi Resort Residence-ის კომპლექსის მშენებლობისას, დიდი ყურადღება ეთმობა დაბალ განაშენიანებას, ინფრასტრუქტურის ინოვაციურ და მრავალფეროვან განვითარებას და მშენებლობის ხარისხს; ამასთან, ჩვენს პროექტებში, როგორც წესი მაცხოვრებლებს მშენებლობის დასრულებამდე სრულად მოწყობილი გარე ინფრასტრუქტურა ხვდება, რაც მათთვის სრული კომფორტის და ხარისხის მიღების უდვაო გარანტია.

ამ ეტაპზე დავასრულეთ ოთხი ფაზა - რომელიც სრულად გაყიდული და მაცხოვრებლებით დასახლებულია  და გადავედით მშენებლობის მეხუთე ფაზაში;

უკვე დაწყებულია კომერციული სივრცის - ე.წ. უბნის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო მასშტაბის Hospitality Management კომპანიასთან, რითაც, ერთის მხრივ, ვაგრძელებთ ხარისხიან მშენებლობას, მოთხოვნიდან გამომდინარე და პარალელურად, ვაწყობთ მაქსიმალურად მოსახერხებელ, კომპლექსურ და კომფორტული ინფრასტრუქტურას.

აქვე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის შექმნილია მომსახურების სრული სპექტრი შესყიდვიდან გაქირავების ჩათვლით, რომელიც მოიცავს - დიზაინერის, სარემონტო ჯგუფის, გაქირავების უზრუნველმყოფელი გუნდის და გაყიდვის შემდგომი მომსახურების სრულ სპექტრს.

ვფიქრობთ, ამგვარი მიდგომა თავისთავად გადააქცევს VR Krtsanisi Resort Residence-ს მიზიდულობის წერტილად, არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა თიკო მაღრაძემ.

VR Krtsanisi Resort Residence-ის მთავარი მიზანია, გახდეს ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის მასშტაბით, ყველა იმ ღირებულებების გამაერთიანებელი ჰაბი, რაც ადამიანებს გლობალურად, განურჩევლად რასისა და შეხედულებებისა აერთიანებთ.

„ჩვენ ვქმნით ცხოვრების სტილს და ვუქმნით უსაფრთხო, კომფორტულ და დაცულ გარემოს ნებისმიერი ასაკის, მისწრაფებისა და პრიორიტეტების მქონე ადამიანს. შესაბამისად, ამგვარი პროექტი მომხიბვლელია, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.

VR Krtsanisi Resort Residence-ის​ მშენებლობის ხარისხი, მომსახურების სტანდარტი და ინფრასტრუქტურული მრავალფეროვნება, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული - ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ განხორციელებული ინვესტიცია სრულად ამართლებდეს მოლოდინს. 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია  ეკო-მეგობრული გარემო, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა სახის ინფრასტრუქტურული და ფუნქციონალური სივრცეებით; აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ასევე  ქვიშის აუზი, რომელიც უპრეცენდენტო პროექტია და საკმაოდ მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის ჩვენი მაცხოვრებლებისთვის“, - ამბობს თიკო მაღრაძე. 

გარდა ქართველებისა VR Krtsanisi Resort Residence-ის​ ​მიმართ მაღალია უცხოელების ინტერესიც. 

„ჩვენ ჰოლდინგის სახელით ხშირად ვესწრებით საერთაშორისო გამოფენებს, ექსპოებს და მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან. ინტერესი VR Krtsanisi Resort Residence-ის მიმართ საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან. მათთვის მნიშვნელოვანია ის ხარისხი, რომელსაც მათ ვთავაზობთ, განსაკუთრებით დიზაინის, რემონტის, გაქირავების, შეკეთების და ჰოსფითალითი მიმართულებით, რაც საკმაოდ დიდი კომფორტია ქვეყნის გარეთ მცხოვრები ინვესტორის, ან მომავალი მაცხოვრებლისთვის“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან VR Holding-ის წარმომადგენელი.

ცნობილია, რომ პროექტის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება.

„ბუნება ჩვენი, როგორც ჰოლდინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და შესაბამისად დიდ ადგილს იკავებს  ყველა ჩვენს მიერ განხორციელებულ, თუ  დაგეგმილ პროექტში.

VR Krtsanisi Resort Residence-ის უნიკალური შეთავაზება მომხმარებლისთვის გულისხმობს აპარტამენტის კომფორტის ფონზე საკუთარი ეზოს შეძენის შესაძლებლობას. ამასთან, მთლიანად კომპლექსის ტერიტორიაზე მუდმივად მუშაობენ გამწვანების ექსპერტები, მებაღეები და მომსახურების გუნდი, რათა მაცხოვრებლებმა თავი ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს, ეკო-მეგობრულ და ჯანსაღ გარემოში იგრძნონ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ვერც ერთ პროექტში ვერ შეხვდებით ისეთ უნიკალურ რეკრეაციულ ზონას, როგორიცაა, მაგალითად ზეთისხილის პარკი.

მაცხოვრებლის უკუკავშირის მიხედვით, უკვე ზუსტად ვიცით, რომ ის ღირებულება, რასაც ჩვენ ვქმნით, სრულად ემთხვევა მაცხოვრებლის მოლოდინს და მათ ღირებულებებს. ამიტომაც “ვაშენებთ ბუნების კარნახით”, - აცხადებს თიკო მაღრაძე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები