დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა, რომ სააგენტოს შექმნიდან 10 წელი სრულდება და ამ ხნის მანძილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სტრუქტურამ ბევრი რამ გააკეთა ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის.
მისი თქმით, სააგენტოს მიერ ხდება სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერა, რის შედეგადაც სამი ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ქართული საწარმოები მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და საქართველოში პირველად შეიქმნა კერძო ვენჩერული საინვესტიციო ფონდი, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემა
განვითარდა და კერძო ვენჩერული ინვესტიციისთვის მიმზიდველი გახდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის რეგიონები.
„ჩვენ ვმუშაობთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სისტემურ რეფორმაზე, რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ სტარტაპების კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას. ათწლიანი მუშაობის შედეგად ნახევარი მილიარდის კერძო ფინანსური სარგებელი შემოიტანეს ამ სტარტაპებმა ქვეყანაში და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ამ შედეგის გეომეტრიული პროგრესიით ზრდა, რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე ინოვაციური მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ტექნოლოგიური პროცესების განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში", - განაცხადა მომხსენებელმა.
მან ასევე წარმოადგინა ვიდეოკლიპი, რომელიც სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგებს ასახავს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სტარტაპერები.
მომხსენებელმა კომიტეტს წარუდგინა „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში".
მისი თქმით, რამდენადაც ფონდი 2022 წლის დეკემბერში შეიქმნა, შესაბამისად, მას საანგარიშო წელს სტარტაპებში ინვესტიცია არ განუხორციელებია, თუმცა მიმდინარე წლის მდგომარეობით, უკვე 30-მდე სტარტაპში აქვს ინვესტიცია განხორციელებული და ამის შესახებ სრული ინფორმაცია 2023 წლის ანგარიშში იქნება ასახული.
კომიტეტმა მოსმენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.
უახლესი
13 საათის წინ
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა13 საათის წინ
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში რომელი პროდუქტები გაიაფდა