რამდენიმე კატეგორიის, 30-ამდე სახეობის ღვინით, 30- ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.
„თბილღვინოს“ პროდუქციის 85% ექსპორტზე გადის, ხოლო 15% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
„2024 წლის იანვარ/თებერვალში აქტიურად დავიწყეთ მარკეტინგული რესურსების გამოყენება ინგლისის ბაზარზე. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საკომუნიკაციო სააგენტო ავიყვანეთ და ამ ეტაპზე უკვე ჩაშვებულია 10- ზე მეტი საინფორმაციო სტატია მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოცემებში როგორიცაა მეტრო, ინდიფენდენტი, გარდიანი, სითი აი.ემი და სხვა. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის, გერმანიის ბაზრების განვითარებაზე“, - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებსა და გაყიდვებს, კომპანიის ცნობით, 2024 წელსაც „თბილღვინო“ სტაბილურად ვითარდება.
„თბილღვინო“ დაარსდა 1962 წელს და ამჟამად დასაქმებული ჰყავს 170-ამდე ადამიანი.
უახლესი