"ვლადიკავკაზ-თბილისის“ მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ ინფორმავიას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია.
„შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ , „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი