საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტები ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ჰიპერმარკეტი გამოიკვეთა: (ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მოცულობით ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტებს:
შპს ფუდმარტის - მესაკუთრე და წილის მმართველი SEAF Caucasus Growth Fund L.P, CT-48849 /კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და კომპანიის - 32.906963725% ფლობს;
კომპანიას კიდევ სამი მფლობელი ჰყავს: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჰოლდინგ.ჯი - 48.992386923%, SEAF SINGLE VINTAGE FLEX FUND L.P., 5850220 /აშშ/ 694 - 1.942454097%;
NEDERLANDSE FINANCIERINGSMAATSCHAPPIJ VOOR ONTWIKKELINGSLANDEN N.V, 27078545; 002303905 /ნიდერლანდები/ 5773 - 16.158195253%;
სს ნიკორა ტრეიდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს: თავმჯდომარე/წევრი: ვასილი სუხიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ტარას ნიჟარაძე, წევრი: ირაკლი ბოქოლიშვილი, წევრი: გია პეტრიაშვილი, წევრი: ირაკლი ნიკოლაიშვილი, წევრი: ვასილ ტარადინი, 75 2877247 /რუსეთის ფედერაცია/ წევრი: ოლეგ გუბანოვი, 71 7143091 /რუსეთის ფედერაცია/
შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას - 100%-ს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსი ფლობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიეროებშია რეგისტრირებული.
შპს ორ ნაბიჯში - გოჩა ცქიტიშვილი - 33.34% გიორგი ჩხეიძე - 33.33% კახი ბექაური - 33.33% ფლობს.
შპს რითეილ ჯგუფს 5 მფლობელი ჰყავს - შპს ქისთოუნ ინვესთმენთს - 30% შპს დოლნეი ქენსალთენთს, /კვიპროსი/ - 26.67%;
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ჯიბისი ინვესტი - 20.04%-ს, ხლო შპს რითეილ ინვესთმენთს - 9.96%; შპს „გუდ ფროდაქტსი“ კი - 13.33%-ს ფლობს.
უახლესი