დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს ბრუნვის მიხედვით აზარტული თამაშების TOP-5 კომპანიას

ვინ ფლობს ბრუნვის მიხედვით აზარტული თამაშების TOP-5 კომპანიას

23-10-2023 10:00:41

ცნობილია, აზარტული თამაშების TOP-5 კომპანია, რომელსაც 2023 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს „საქსტატმა მიაწოდა. 

ბრუნვის მიხედვით აზარტული თამაშების TOP-5 კომპანია

  • შპს ჩემპიონები 111
  • შპს ავიატორ
  • შპს მარსი
  • შპს ფულ ჰაუსი
  • შპს ლიდერ-ბეთ სლოტი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

ვინ არიან მფლობელები:

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს ჩემპიონები 111, 2009 წელს დაფუძნდა. აზარტული თამაშების კომპანიის 100%-ს Betsson Perch Investments AB ფლობს,რომელიც შვედეთშია დაფუძნებული. კომპანიის დირექტორები არიან - კრისტიან სალიბა,  /მალტა/  და მაია კოპინაძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/

შპს ავიატორ - 2019 წელს დაფუძნდა და კომპანიის 100%-ს ინნა ბასილაშვილი ფლობს, რომელიც ასევე ავიატორის გენერალური დირექტორია. 

შპს მარსის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯია. კომპანიას სამი დირექტორი ჰყავს: ჯაბა პეიტრიშვილი, ერთპიროვნული დირექტორი - ირაკლი ხვედელიანი, ,ერთპიროვნული დირექტორი - ბეჯეი პატელი, /დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის. 

შპს ფულ ჰაუსი - 2016 წელს დაფუძნდა, რომელსაც 10 მფლობელი ჰყავს: თემურ მიქელაძე -35%; გურამ დოლიძე, -2.5% , ზურაბ ერქომაიშვილი- 2.5%, ბაკურ ხარჩილავა - 2.5%, გიორგი ბარნაბიშვილი -.5%, გიგი ლევაი-ვეის,  /ისრაელი/ 16.67% მიჰალი გლოვაცკი /პოლონეთი/ 2.5%, კლაუს გემალ რასმუსსენ, /დანია/ 2.5%, ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ /ავსტრია/ 16.67%, მანფრედ ბოდნერი /ავსტრია/ 16.66%. რომელთაგანაც 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

შპს ლიდერ-ბეთ სლოტი - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს -  აკაკი შუბითიძე - 30%, ქართლოს დიასამიძე - 40%, ბესიკ ხოკერაშვილი - 30%. 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით გამოიკვეთა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში, ბრუნვის მიხედვით აზარტული თამაშების TOP-5 კომპანიიდან 3-ში მეწილეები უცხოეთის მოქალაქეები არიან. მათ შორის შპს ჩემპიონების 100% შვედეთში დაფუძნებული კომპანია ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები