დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ არიან მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს საქმეზე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა

ვინ არიან მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს საქმეზე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა

16-10-2023 14:56:49

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია, რომელსაც მხარი 6 მოსამართლემ დაუჭირა და სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. 

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა არიან: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი. 

„გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშისა განსხვავებული აზრი. დასკვნის ასლი გაეგზავნოს პარლამენტს, პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და უზენაეს სასამართლოს,“ - განაცხადა ტურავამ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები