დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვგეგმავთ წარმოების ზრდასა და ბრენდული მაღაზიის გახსნას - ,,ფრეშ ხიზილალა" 

ვგეგმავთ წარმოების ზრდასა და ბრენდული მაღაზიის გახსნას - ,,ფრეშ ხიზილალა" 

06-12-2023 01:00:37

ქართული ხიზილალას მწარმოებელი კომპანია ,,ფრეშ ხიზილალამ" ახალი სეზონი დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი - ორაგულის წითელი და ზუთხის შავი ხიზილალა 100% - ით ქართული და ნატურალური პროდუქტია.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ლაშა ნასყიდაშვილი ამბობს, მომავალი წლიდან კომპანია მასშტაბური გეგმის განხორციელებას იწყებს, მათ შორისაა საწარმოო ხაზის გაფართოება და ბრენდული მაღაზიის გახსნა.

„ჩვენი პროდუქტი" ნატურალურია, არანაირი დანამატი არ აქვს, გარდა მარილისა, რაც მისი დიდი უპირატესობაა, ქარხნული ხიზილალისგან განსხვავებით. წარმოებაშია შავი და წითელი ხიზილალა, მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. შარშანდელთან შედარებით, რეალიზაცია 20%-ით არის გაზრდილი.

წელს რუსთავი და ბათუმი დავამატეთ. აქამდე ძირითადად თბილისზე ვმუშაობდით. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ გაფართოებას და საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღებას, რომელიც სტანდარტის მაქსიმალური დაცვით იმუშავებს.

შესაბამისად,  გვექნება ბრენდული მაღაზიაც, მასშტაბური და საინტერესო გეგმა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანი იქნება დასაქმების კუთხითაც, მომავალი წლიდან ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყებთ მუშაობას", - ამბობს ლაშა ნასყიდაშვილიBusiness Insider Georgia-თან.

რაც შეეხება წარმოებული პროდუქტის ფასს, წითელი, ორაგული ხიზილალა 500 გრამიან  ქილაში 80 ლარად იყიდება, 200 გრამიანი პროდუქტის ფას 40 ლარია.

რაც შეეხება ზუთხის შავ ხიზილალას, 30 გრამის ღირებულება 90 ლარია, 110 გრამი - 260, ხოლო 220 შავი ხიზილალას ფასი 440 ლარს შეადგენს.

„ფრეშ ხიზილალას" საწარმო გორში მდებარეობს, სადაც სტაბილურად 5 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია 2019 წელს დაფუძნდა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები