,,ლუმიერსი“ უნიკალური კონცეფციით შექმნილი საკონდიტროა, სადაც მხოლოდ ერთი პროდუქტი – ტრდელნიკი განსხვავებული ვარიაციებით მზადდება.
კომპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ევროპული ფუნთუშები საქართველოშივე გასინჯონ. ე.წ. take away საკონდიტროს შექმნის იდეა კი ბრენდის დამფუძნებელს ემილი კურბანოვს საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდა, რაზეც იგი Business Insider Georgia- თან საუბრობს.
`ტრდელნიკი პირველად 2014 წელს, ჩეხეთში მოგზაურობისას დავაგემოვნე. შთაბეჭდილება იმდენად დადებითი იყო, რომ გადავწყვიტე ამ ემოციის გაზიარება ქართველი მომხმარებლებისთვის და ბიზნესგეგმაზე მუშაობა დავიწყე. არ იყო მარტივი, იდეის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდა, მთელი დროს ცომის რეცეპტის დატესტვას და სხვადასხვა გემოების შექმნას მოვანდომეთ.
როცა უკვე წარმოებისთვის მზად ვიყავით, ,,ლუმიერსი“ - დესერტების პირველი მაღაზია გავხსენით. მანამდე ფესტივალებზე ვსინჯავდით ძალებს, სადაც ბევრი გულშემატკივარი დავაგროვეთ, მოთხოვნა მუდმივად მზარდი იყო, რამაც გაფართოების შესაძლებლობა მოგვცა. დღეს უკვე ვართ იმ დონეზე, რომ გლობალურ ბაზრებზეც დავმკვიდრდეთ.
ამ გეგმაზე ჯერჯერობით ვერ გავასაჯაროებთ, აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, დეტალებს ვაზუსტებთ“, - ამბობს ემილ კურბანოვი.
კომპანიის მიერ შემუშავებული დახვეწილი ტექნოლოგია პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ცომი ძალიან მარტივად ადგილზევე დაამზადონ.
როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, გარდა ექსპორტისა, იგეგმება ,,ლუმიერსის“ გაფართოება ადგილობრივ ბაზარზე, რომ მისი უნიკალური პროდუქცია რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება ასორტიმენტს, დღესდღეობით, „ლუმიერსი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან ინგრედიენტებსა და არომატებს სთავაზობს, როგორიცაა კლასიკური ტრდელნიკი, ტრდელნიკი შოკოლადით ან ვანილის კრემით, სხვადასხვა სეზონური ხილითა და თხილეულით.
ბრენდის ნიშაა ცომის უნიკალური რეცეპტით დამზადებული ტრდელნიკი, რომლის შემადგენლობაშია 100%-ით ნატურალური, ახალი და ცოცხალი ინგრედიენტები.
ცნობისთვის, ,,ლუმიერსის“ პირველი მაღაზია თბილისში 2018 წელს, პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, რასაც მოჰყვა ლისის ტბის ფილიალი. „ლუმიერსის“ მესამე ობიექტი ილია ჭავჭავაძის #10-ში პანდემიის დროს გაიხსნა. ყველაზე ახალი ფილიალი კოტე აფხაზის #34-ში განთავსდა.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება