დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვფიქრობ, კომპეტენცია არ მაკლია, დაველოდოთ პარლამენტს  - გიორგი ბაქრაძე

ვფიქრობ, კომპეტენცია არ მაკლია, დაველოდოთ პარლამენტს - გიორგი ბაქრაძე

16-06-2023 19:50:51

ეროვნული ბანკის საბჭოს მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა მისთვის დიდი პატივია. 

„ბუნებრივია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პატივია. ახლა უნდა დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ ამირჩიეს, ეროვნული ბანკის საბჭოს ღირსეული წევრი ვიქნები. ვფიქრობ, კომპეტენცია არ მაკლია, რადგან თავის დროზე ამ ვაკანტურ ადგილზე განცხადება შევიტანე“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე. 

 

Business Insider Georgia-ამ ამ საკითხზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთ კანდიდატს დიმიტრი ჯაფარიძეს დაუკავშირდა,თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

 

ამასთან Business Insider Georgia დამატებითი კომენტარის მოპოვებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც შეეცადა, კერძოდ გაიმართა თუ არა კონსულტაციები ამ კანდიდატებზე მთავრობასთან? პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაციის გარდა დამატებით კითხვებს არ უპასუხებენ. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა. კანდიდატურებს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები