დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაცხადებთ Black Friday- ის აქციას უცხოური წარმოების სრულ ასორტიმენტზე - Vino & Vino

ვაცხადებთ Black Friday- ის აქციას უცხოური წარმოების სრულ ასორტიმენტზე - Vino & Vino

25-11-2023 10:55:20

Black Friday- ის აქციას საერთაშორისო კომპანია Vino & Vino უერთდება. უცხოური წარმოების ღვინოებზე მომხმარებლებს Vino & Vino როგორც VINO&VINO -ს მარკეტინგის მენეჯერი ნიკა სუხიშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ელოდება 40% - იანი ფასდაკლება რომებზე, ხოლო სრულ ასორტიმენტზე 30% - იანი ფასდაკლება მოქმედებს. ფასდაკლება არ ვრცელდება ქართული წარმოების ღვინოზე.

,,ტრადიციას არ ვღალატობთ და მომხმარებლებს სასმელების უცხოურ კოლექციაზე ფასდაკლებას ვთავაზობთ. როგორც წესი, ამ დღეებში გაყიდვები განსაკუთრებით აქტიურია ჩვეულებრივ პერიოდთან შედარებით. ჩვენი ერთგული მომხმარებელი ამ აქციას განსაკუთრებით ელოდება. გარდა ამისა, ბაზარს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს, ვამატებთ ახალ კოლექციას და ასორტიმენტს ვზრდით, ჯამში ჩვენი მაღაზია 700-ზე მეტი დასახელების რჩეული ღვინის კოლექციას ქმნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის, მთელი საქართველოდან. მომხმარებელს ვთავაზობთ უნიკალურ ღვინოებს სხვადასხვა მწარმოებლის, ჯიშების და სახეობის მიხედვით. ჩვენს დახლებზეა ალკოჰოლური სასმელების დიდი ასორტიმენტი, სადაც 75% ღვინოს უჭირავს", - ამბობს ნიკა სუხიშვილი.

Black Friday- ის აქცია 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ცნობისთვის, VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალური ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. მათ შორის თბილისშიც, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის ძალიან ნაცნობი სივრცეა. რჩეული ღვინოების მაღაზიაში ერთი კუთხე ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს აქვს დათმობილი.

კომპანიის მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შესთავაზოს მთელი მსოფლიოდან და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და პოპულარიზაციას.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები